06 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსი ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის ნახევარ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 ათასზე მეტი პაციენტი.

ოფიციალური ცნობებით, მსოფლიოში აღრიცხული ვირუსის ახალი შემთხვევების 56% სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, პანდემიის პერიოდში ვირუსი სულ 85 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1.8 მილიონზე მეტი. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც კოვიდინფექცია 20 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

დღის ამბები