სოფელ მარტყოფში ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში 65 წლამდე მამაკაცი ძმისშვილმა დაჭრა. 23 წლის ახალგაზრდამ ბიძას სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.
დაჭრილს დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დანაშაულში მხილებული პირი კი უკვე დაკავებულია.