4 თვის შემდეგ გაერთიანებული სამეფოდან კორონავირუსის ახალმა ფორმამ საქართველოშიც შემოაღწია.
ინფიცირებული 50 წლის კაცია, რომლის მონაცემებსაც ლუგარის ლაბორატორია 2 კვირის განმავლობაში იკვლევდა.
ყველა პირი, ვისთანაც შუახნის კაცს კონტაქტი ჰქონდა, იზოლაციაშია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვარაუდობენ, რომ პაციენტის წყარო ის პირია, ვინც დეკემბრის დასაწყისში ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში შემოვიდა.
ტრანსფორმირებულ ვირუსზე საზოგადოებაში ბევრი კითხვაა - იმოქმედებს თუ არა ვაქცინა ვირუსის ახალ ფორმაზე, რეალურად აქვს თუ არა მძიმე კლინიკური გამოვლინება?
ვიდრე მეცნიერები ამ კითხვებს უპასუხებენ, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე მარტივად გადადის და თუ პირმა ახალი კრონავირუსი ერთხელ გადაიტანა, მას ვირუსის სახეცვლილი ფორმა არ შეხვდება.