05 მაისი 2024,   21:57
ვრცლად
გიორგი გახარიას პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი შეცვლის

მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება.

მგალობლიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 61-ე ადგილზეა. უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა.

ლევან მგალობლიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ლევან მგალობლიშვილი წინა მოწვევის პარლამენტის საკმაოდ აქტიური წევრი იყო.

"ბატონი ლევანი წინა მოწვევის პრალამენტის წევრი იყო და საზოგადოება მას, ასე თუ ისე, იცნობს. ის საკმაოდ აქტიური პარლამენტის წევრი იყო და იმედი მაქვს, რომ ასევე გააგრძელებს თავის საქმიანობას,"-აღნიშნა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები