25 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს აღარ ემუქრება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გაგრის რაიონში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება და ხანძართან დაკავშირებული ვითარება დასტაბილურებულია

მათივე მტკიცებით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საშიშროება აღარ არსებობს. ამასთან, დე ფაქტო უწყების ცნობით, ხანძრის ხაზი ავტომაგისტრალის გასწვრივ ოთხ კილომეტრზე გავრცელდა და მეხანძრეები უკვე გზის გაწმენდასაც დაიწყებენ.

პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ გაგრაში გაწვიმდა, რაც მეხანძრეებს ხანძრის ლიკვიდაციაში დაეხმარება. მათივე ინფორმაციით, გაგრის ტყის ზოლში ლოკალური ხანძრებია.

დღის ამბები