27 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლის შედეგად 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

საჩხერის მუნიციპალიტეტში კისტის თოფიდან გასროლის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ნათესავები კისტის თოფით თამაშობდნენ. ერთ-ერთმა გაისროლა,  ტყვია რვა წლის ბავშვს მოხვდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფაქტზე გამოძიება   სსკ-ის 116-ე მუხლით  დაიწყო,  რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები