04 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 25 მილიონს გადააჭარბა - ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დიდი ბრიტანეთი მოგზაურებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს. ქვეყანაში შესვლამდე სავალდებულო იქნება ტესტირების ჩატარება. გარდა ამისა, გახანგრძლივდება სამხრეთ აფრიკის ქვეყნებისთვის დაწესებული შეზღუდვა.

ევროპის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 25 მილიონს გადააჭარბა. ახალი შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან საზღვარს განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტილს ტოვებს.

ხვალიდან კანადის პროვინცია კვებეკში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი ქვეყნის ყველა 16 წელს გადაცილებული მოქალაქე "ფაიზერის" ვაქცინით აცრას მარტის ბოლომდე შეძლებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თებერვლის შუა რიცხვებამდე ვაქცინის პირველ პარტიებს მიიღებენ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები.

დღის ამბები