04 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
"ბიოტექისა" და "ფაიზერის" ვაქცინა COVID-19-ის მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს - კვლევის შედეგები ცნობილია

ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგში აღნიშნულია, რომ კომპანიების "ბიოტექისა" და "ფაიზერის" ვაქცინა COVID-19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს.

კვლევის თანახმად, ვაქცინა ვირუსის ე.წ. სპაიკ ცილის "ენ 501 ვაის" მუტაციის მიმართ ეფექტურია.

მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორედ აღნიშნული მუტაციაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდებიან. ლაბორატორიული კვლევა იმ ადამიანებიდან აღებული სისხლის ნიმუშებზე ჩატარდა, რომლებსაც ვაქცინა გაუკეთეს.

კომპანია Pfizer-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის, ასევე სხვა 15 მუტაციის მიმართ, რომელზედაც ვაქცინის მოქმედება მანამდე გამოსცადეს. მეცნიერთა შეშფოთებას სამხრეთ აფრიკის ვარიანტში აღმოჩენილი კიდევ ერთი, "ი 484 კა" მუტაციის ფორმა იწვევს, რომლის თვისებებზე კვლევა აქტიურად მიმდინარეობს.

დღის ამბები