25 აპრილი 2024,   03:36
ვრცლად
მკვლელობა იმერეთში - დაკავებულის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის წარსულში კონფლიქტი არ ყოფილა

მკვლელობა იმერეთში - პოლიციამ ხარაგაულის რაიონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა,  დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 9 იანვარს, სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან მეზობელს ესროლა. 57 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მეზობლები და დაკავებულის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის წარსულში არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. 

"არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ, სამეზობლოშიც ამას საუბრობენ, არც დალაპარაკებიან, ისე მოხდა მკვლელობა,"- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

"ვინც ესროლა პატარა ბიჭია. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, ერთად მუშაობდნენ, ერთად იყვნენ 24 საათი,"- ამბობს მეზობელი.

"ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონიათ, მერე რა მოხდა არ ვიცი, შემთხვევით გაუვარდაო ასე თქვეს,"-უთხრა "კურიერს" ბრალდებულის მამამ ამირან კოჩაძემ.

"თოფი უსვრიაო გავიგეთ, ვიკითხეთ, ოჯახებს შორის რამე კონფლიქტი თუ იყო და არასოდეს არაფერიო. პოლიცია გამოიძახა ჩემმა შვილმა, მოვიდა პოლიცია და დააკავეს,"- ამბობს ბრალდებულის დედა ია კოჩაძე.

დღის ამბები