20 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება - ბუკნარში მუსლიმი მრევლი აქციას დღესაც გეგმავს

რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება - ჩოხატაურში სოფელ მუსლიმი მრევლი აქციას დღესაც გეგმავს.

რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმების პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მუსლიმი მრევლი აქციას დღესაც გეგმავს. მათი განმარტებით ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აიღებს. 

ისინი პროცესში, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოსა და სამუფთოს ჩართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ სიტუაცია მხოლოდ ამის შემდეგ განიმუხტება.

"თანასოფლელები შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორეც ლოცვას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. მუსლიმი მრევლი ისევ ისე შეძლებს ილოცოს, როგორც ეს 10 თვის განმავლობაში ხდებოდა, აქედან გამომდინარე, პრობლემა აღარ უნდა იყოს," - აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები