საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის თქმით, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა, ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, მასწავლებლები იქნებიან ჩართული.
"გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთვის დღეს, ტესტირების ჩატარება უფასო და სავალდებულოა. ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მასწავლებლებს ვეხმარებით, მივიდნენ ჩაიტარონ ტესტი და ასევე გაიკეთონ გრიპის ვაქცინა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში უკვე შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში მასწავლებლები ჩართულები იქნებიან," - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.