17 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
საპროტესტო კარავი თელავის თეატრთან - დღეს სამოქალაქო აქტივისტებთან ელენე ხოშტარია იმყოფებოდა

თითქმის ორი თვეა, თელავის თეატრთან სამოქალაქო აქტივისტები კარავში ცხოვრობენ. ისინი ამ ფორმით საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

დღეს მათ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს -მათი თქმით, პირველ იანვარს მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც გარკვეულმა პირებმა კარავს ავტომობილი დააჯახეს, ამ დრომდე გამოუძიებელია და არავინაა დაკავებული.

დღეს სამოქალაქო აქტივისტებთან ელენე ხოშტარია იმყოფებოდა. პოლიტიკოსმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და ინციდენტის შესახებ  ინფორმაცია მოისმინა. ხოშტარიას თქმით, ქვეყანაში სისტემაა შესაცვლელი, რადგან ხელისუფლება დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, აქტივისტებთან  მოძალადეებს აგზავნის.

დღის ამბები