საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კვლავ გაჩერებული რჩება ყველგან, შიდა ტრანსპორტი კი მხოლოდ ხუთ ქალაქში იმოძრავებს.
ამავე ქალაქებში მოსწავლეები სკოლებს უბრუნდებიან. ეს არ ეხება ყველაზე მრავალრიცხოვან თბილისს, სადაც ჯერ მხოლოდ დიდი სავაჭრო ცენტრები იხსნება.
უკვე 15 თებერვალს კი, მათ ბაზრობებიც მიჰყვება.
რეგულაციების სხვადასხვა დროს შემსუბუქება გაწერილია პირველ მარტამდე.
ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, რა ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება ქვეყნაში გაზაფხულამდე.