25 აპრილი 2024,   10:34
ვრცლად
ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის სასამართლო დღეს იმსჯელებს

ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენლისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ირაკლი ფანგანს პროკურატურა დეპუტატის მიმართ ძალადობით დევნაში ადანაშაულებს.

"დეტალებს ვერ გეტყვით. ბრალი ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. გირაო იქნება თურმე ჩემი მხრიდან მოთხოვნა, თუ კი გაიმართება სასამართლო პროცესი," - აცხადებს ირაკლი ფანგანის ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

პოლიციამ ფანგანი 2 დღის წინ დააკავა და გუშინ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დღის ამბები