23 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
ოზურგეთში, ექადიის უბანში ადგილობრივები ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებენ

ოზურგეთში, ექადიის უბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ალუმინის გადამუშავება საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, იმოქმედებს გარემოზე და მისი აშენება დასახლებულ პუნქტში რეკომენდებული არ არის.

მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა არასამთავრობო სექტორიც.

ადგილზე იმყოფებოდა კომპანია "არერსა მეტალის" აღმასრულებელი დირექტორიც. მისი განცხადებით, ხსენებული საწარმო სტანდარტების დაცვით შენდება და ის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

თუმცა, არასამთავრობო სექტორის განცხადებით, დოკუმენტაცია, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა, უკვე ხარვეზებით არის სავსე და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მოსახლეობისთვის გაცნობაც გადადო.

დღის ამბები