"ციხეებში კოვიდია, სოლიდარობა პატიმრებს" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქცია გაიმართა ქუთაისში.
უფლებადამცველებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას ჰუმანური აქტის განხორციელებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, დაინფიცირებული პატიმრების რაოდენობა იზრდება და მდგომარეობის შესამსუბუქებლად, აუცილებელია სასჯელის 1/4-ით შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება.
ადვოკატების თქმით, ჩაიკეტა ციხეები და პატიმრებს შეეზღუდათ კომუნიკაცია როგორც ოჯახთან, ასევე ადვოკატებთან, ამიტომ მოითხოვენ პატიმრებს, რომლებმაც 11 თვე გაატარეს ციხეში, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ და შეუმსუბუქდეთ სასჯელი.