20 აპრილი 2024,   20:31
ვრცლად
შესაძლებელია თუ არა მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ აღმკვეთის ღონისძიება შეიცვალოს - დაცვის მხარე ხვალინდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს

სასამართლომდე ერთი დღით ადრე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა ბოლო დეტალები დააზუსტეს. დაცვის მხარე ხვალინდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მოსამართლემ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაუშვებლად ცნოს.

ადვოკატები, ასევე, მოითხოვენ დაკავებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გათავისუფლებით შეიცვალოს. ნატალია ილიჩოვა და მისი ადვოკატები მზად არიან, პატიმრობის სანაცვლოდ ნებისმიერ სხვა ღონისძიებას დათანხმდნენ, მათ შორის არ არის გამორიცხული გირაო და პასპორტის ჩაბარება.

პატიმრობიდან გათავისუფლების ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნითაც მიმართავენ.

დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ მათი ოჯახის წევრებიც და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ არც დაკავების და არც პატიმრობაში ყოფნისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, შესაბამისად, ხვალინდელი სასამართლო სხდომის მოლოდინში არიან.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო სხდომა ხვალ, სავარაუდოდ, პროტესტის ფონზე გაიმართება. სხდომა 2 საათზეა დანიშნული.

დღის ამბები