25 თებერვალი 2021,   23:48
ვრცლად
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს ან პასპორტის ჩაბარების შუამდგომლობას დააყენებენ

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

პროცესი ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დაცვის მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გათავისუფლებით შეცვლას მოითხოვს.

ნატალია ილიჩოვა და მისი ადვოკატები მზად არიან პატიმრობის სანაცვლოდ ნებისმიერ სხვა ღონისძიებას დათანხმდნენ, მათ შორის არ არის გამორიცხული გირაო და პასპორტის ჩაბარება.

სასამართლო სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია იგეგმება.

დღის ამბები