25 აპრილი 2024,   17:08
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.

გახელაძეს, უკანონო ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გარდა, ბრალს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში სდებს.

ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ორჯერ გაუგრძელეს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დღის ამბები