07 მარტი 2021,   09:37
ვრცლად
ზუგდიდის სოფელ ინგირის მე-2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლაში სასწავლო
პროცესი ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

ამის მიზეზი, ადგილობრივი რესურსცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსია, რომელიც ორ მასწავლებელსა და რამდენიმე კლასის მოსწავლეებს ბოლო დღეების განმავლობაში დაუდასტურდათ.

სწორედ ამ კლასების მოსწავლეები განაგრძობენ სწავლებას დისტანციურად. სხვა კლასების მოსწავლეებისთვის კი, პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება.

დღის ამბები