19 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
3 დღეში საქართველო Covax​-პლატფორმისგან საბოლოო პასუხს ელოდება, რის შემდეგაც ვაქცინაციის დაწყების ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი

ქვეყანა ვაქცინაციის დაწყების და რეგულაციების შემსუბუქების მოლოდინშია. საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი კვლავ იკლებს.
დღეს 18 ათასამდე ტესტიდან 723 დადებით პასუხი იყო. თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდა ბაზრობების გახსნის თარიღმა შესაძლოა გადმოიწიოს.
Covax​- პლატფორმის გარდა, საქართველო მოლაპარაკებებს უშუალოდ მომწოდებელ კომპანიებთანაც აწარმოებს.

საქართველოს ტექნიკური ბაზა მზად აქვს, მიიღოს ვაქცინა და ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. აქტიური მზადება მიმდინარეობს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, სადაც Pfizer-ის ვაქცინა უნდა გადანაწილდეს. კლინიკების ჩამონათვალი თვის ბოლოს გამოქვეყნდება. მედიკოსების გადამზადების პროცესი კი აქტიურად მიმდინარეობს. 

მწარმოებლების მოთხოვნის საფუძველზე, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების სწორი ინფორმირებაა ვაქცინის სანდოობასთან და იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ.

3 დღეში საქართველო Covax​-პლატფორმისგან საბოლოო პასუხს ელოდება, ამ პერიოდის შემდეგ გაირკვევა, ვაქცინაციის პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი.

დღის ამბები