19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
მოხვდა თუ არა საქართველო 51 ქვეყანას შორის სადაც Pfizer-ის ვაქცინას შეიტანენ - ქვეყანა ჯანმოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა, მოხვდება თუ არა საქართველო 51 ქვეყანას შორის, სადაც Pfizer-ის ვაქცინას შეიტანენ. ამის წინაპირობა უკვე არსებობს, ქართველი ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველო ვაქცინის მიღების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

თუმცა მანამდე, ამირან გამყრელიძე COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტად კვლავ რეგულაციების შესრულებას ასახელებს. გამკაცრებული შეზღუდვების შედეგი ქვეყანას უკვე აქვს. ბოლო 24 საათში დაინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 669 შემთხვევა დაფიქსირდა.

COVID-19-ის დაბალი სტატისტიკა და ეპიდვითარება წინაპირობა გახდა იმ გადაწყვეტილების, რომელიც საბჭომ დღეს მიიღო. 1 თებერვლიდან ფრენები შემსუბუქდება. გამარტივებული რეგულაციები უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას შეეხებათ.

რეგულაციების შემსუბუქება ამ ეტაპზე არ შეეხო სარესტორნო ბიზნესს, თუმცა მთავრობაში განმარტავენ, რომ რესტორნების ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრები და კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.

გახსნისთვის ემზადებიან დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები. 1 თებერვლიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული წესების დაცვით სავაჭრო ობიექტებმა მუშაობა უნდა განაახლონ. ახალი რეგულაციის მიხედვით, მომხმარებელს საყიდლებზე წასვლა კვირის დღეებში შეეძლებათ - შაბათ-კვირის გარდა.

დღის ამბები