17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ დავით-გარეჯის საკითხის პოლიტიზირებისაგან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და დაელოდოს გამოძიების შედეგებს. 

"დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერი მხარის მხრიდან, ნებისმიერი სახის პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომელზეც ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. ეს საერთო ეროვნული მიდგომა უნდა იყოს. ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სიტყვისა და ნაბიჯისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი, დავით-გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც, და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები