17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი საზღვრის დელიმიტაციის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს - ინფორმაციას ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"აგრძელებენ სტალინის პროკურორის ვიშინსკის სტილში მოქმედებას, ცილისწამებას, დაბრალებასა და საბოტაჟს, ეს სტილია. ამ შემთხევაში, ჩემგან ის უნდათ თუ რა ვთქვი მე პარლამენტში წევრობის დროს გარეჯზე, როდესაც რაღაც პოლემიკა იყო. შეხედულებების გამო ადამიანებს იმ დროს ასამართლებდნენ, როდესაც სტალინი იყო ჩვენი ყველას უფროსი, ეს ტრადიცია სისხლიდან ვერ გამოვიდა," - აცხადებს ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე კი გამოკითხვები გრძელდება. 3 საათია პროკურატურაში იმყოფება მალხაზ მიქელძე.

საზღვრის სადემარკაციო კომისიის მოქმედი წევრი ერთ-ერთი ფიგურანტია იმ ვიდეოჩანაწერში, რომელიც გამოძიებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მიქელაძე კომისიას 2005 წელს ხელმძღვანელობდა

დღის ამბები