22 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ოპოზიციის მაგიდის გარშემო შემოკრებილებს სააკაშვილის გავლენა შემოაქვთ - დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციის მაგიდის გარშემო შეკრებილ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილის გავლენა ეტყობათ. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს საგაზაფხულო სესიის პირველ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა. 

"გავლენა შემოჰყვათ ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მსხდომთ, რომელთაც ძირითადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან, აშკარად, შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა,"- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

აქვე შეგახსენებთ, პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის გაუქმების საკითხი ჩააგდო. 

დღის ამბები