პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერესია, არ დაუშვას ქვეყანაში დესტაბილიზაცია.
"თემა, რასაც ჰქვია მანდატის შეწყვეტა, ერთადერთია, რასაც თავის უპირატესობად თვლის დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური სუბიექტები. აქედან გამომდინარე, მათი გეგმაა გამოვიდნენ პასუხისმგებლობიდან, როგორც თავისი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ეს აშკარად იკითხება.
რასაკვირველია, მეორე მხარეს არის ინტერესი, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია, არავითარ შემთხვევაში დესტაბილიზაცია არ უნდა დავუშვათ,"- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.