14 სექტემბერი 2026,   08:32
ვრცლად
საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძის საჩივარზე დღეს იმსჯელებს - ის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რამდენიმე ხარვეზის გამო არ დაარეგისტრირეს

საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძის საჩივარზე დღეს იმსჯელებს. ის რეესტრში რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირეს, რაც უწყების განმარტებით, რამდენიმე ხარვეზს უკავშირდება, რომლის გამოსასწორებლადაც, აბუსერიძეს ვადა 21 თებერვლამდე განესაზღვრა.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო, რაგბის კავშირში 24 თებერვალს ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდება. ცნობილია, რომ საჯარო რეესტრის ონლაინ განხილვა აბუსერიძის მხარდამჭერი აქციის პარალელურად გაიმართება.

"საჯარო რეესტრს აქვს უფლება ზედმეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დაახარვეზოს და დამატებითი დოკუმენტების საფუძველზე მერე დაგარეგისტრიროს. უბრალოდ დაახარვეზა ჩემი დარეგისტრირება. გვაქვს 3 საათზე ზეპირი მოსმენა, იმედი გვაქვს ისე გადაწყდება, როგორც კანონს შეესაბამება, იმიტომ, რომ კანონი უზენაესია, სამართლიანობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისე გადაწყდება, როგორც განვითარებულ ქვეყნებში," - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე.

დღის ამბები