17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კახა ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას.

"კახა ქემოკლიძე ჩვენს გუნდში უკვე წლებია, მუშაობს. ის არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები