17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ვერავის ხვეწნას ვერ დავუწყებ, დანაკლისს ვერ ვგრძნობ - თეა წულუკიანი ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე

პარლამენტის წევრის თეა წულუკიანის თქმით, მმართველი პარტია ისევ ტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა ჰქონდეს. ამ განცხადებით თეა წულუკიანი დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას და "ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციისთვის გაკეთებულ მოწოდებებს გამოეხმაურა. თუმცა, როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, პირადად ის არანაირ დანაკლისს არ განიცდის იმით, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპონენტები პარლამენტში არ არიან:

"თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ყველანაირ სივრცეს ვტოვებთ იმისთვის, რომ ვისაც უნდა იყოს ოპოზიციაში პარლამენტში, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს, თუმცა მე პირადად ვერავის ხვეწნას ვერ დავუწყებ, აქ ბრძანდება პარლამენტი, აქ არის სკამები, ისინი ცარიელია, ვისაც უნდა მოვიდეს, დაჯდეს და იმუშაოს. ვისაც არ უნდა ეს მისი გადაწყვეტილებაა და მე ნამდვილად ამ დანაკლისს პირადად ვერ ვგრძნობ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები