17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ამ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ პარლამენტს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პარლამენტში შექმნილ საგამოძიები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, კომისია "ქართული ოცნების" მიერ არის შექმნილი და მათ უნდათ ამით საკუთარი პოზიციები გაამართლონ.

"ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს კომისია არის შექმნილი ფაქტობრივად "ქართული ოცნების" მიერ და მათ უნდათ შექმნან ხელოვნური პროცესი, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ.

მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, არაერთი ფაქტი გვაქვს ამის წარდგენილი. ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტს, რომელიც არის არალეგიტიმური საქართველოში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები