საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის ჩართულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ პარლამენტის მუშაობა აუცილებელია.
"ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის საკითხი, რომლის განხილვაც პოლიტიკური დიალოგის დროს შეიძლება. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკითხი არის იმის გადაწყვეტა, როგორი შემადგენლობა ექნება. კომისიაში მონაწილეობაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე კომისიის მანდატი.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვუსვამ ხაზს ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობას, სწორედ ესეც არის, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში, იაქტიურონ რეფორმების განხილვაში, ამიტომ პარლამენტში მუშაობა აუცილებლობაა.
გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა," - აცხადებს კარლ ჰარცელი.