პარტია "მოქალაქეებისა" ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არჩევნების საკითხთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სამივე პარტიას საარჩევნო კომისიაში 3 8000 წევრი ჰყავს წარმოდგენილი და ამ პარტიებს სწორედ, მათი მეშვეობით შეუძლია მმართველ გუნდს გაყალბების თაობაზე მტკიცებულებები წარუდგინოს.
"ძალით ვერ დამნიშვნავენ კომისიის თავმჯდომარედ, თუ დასტურს არ ვიტყვით. იმ შემთხვევაში ვიტყვით დასტურს და იმ შემთხვევაში ვიქნები კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობის" და ბოკერიას პარტიის წარმომადგენლები, და რატომ, არგუმენტი მაქვს ამისთვის. ჩვენ როგორ არჩევნებამდე რეგისტრირებულ პარტიას, არ გვყავდა საარჩევნო კომისიებში წევრები და გვყავდა სულ რამდენიმე ათეული დამკვირვებელი, ისიც მოხალისე.
საქართველოში არის დაახლოებით 3 800 საარჩევნო უბანი და იმ სამ პარტიას, რომელიც პარლამენტში იყვნენ წამმოდგენილები და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, ჰყავდა თითო უბანზე ბიუჯეტიდან დაფინანსებული კომისიის წევრი და ყველა შემაჯამებელ ოქმზე მათ აქვთ ხელი მოწერილი და არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა ამის მთავარი დასტურია ოქმები, სწორედ ამ ხალხის ხელმოწერაა ამ ოქმებზე, ბიჯეტიდან დაფინანსებული 3 800 ადამიანის. თუ ეს ხალხი არ იქნება წარმოდგენილი კომისიაში, თუ ისინი ამ ოქმებს და მტკიცებულებს არ წარმოადგენენ, მათ მიერ დაწერილ საჩივრებს არ წარმოადგენენ, ჩვენ მხოლოდ ცალკარა გვექნება, "ქართული ოცნება" რასაც წარმოადგენს ის.
მინდა მივმართო "ნაციონალურ მოძრაობას", მათმა 3 000-მა კომისიის წევრმა რამდენი საჩივარი დაწერა არჩევნების შემდეგ?! ეს ძალიან მაინტერესებს.
იმ 3 პარტიის წარმომადგენლების ადგილზე უბრალოდ შემრცხვებოდა, იმიტომ რომ მე თითქმის 4 000 რომ მყოლოდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული, საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმს, შემდეგ რომ გამოვსულიყავი და მეთქვა გამიყალბესო და ამის შემდეგ რომ "ქართულმა ოცნებამ" მითხრას, მოდი დამიმტკიცეო, შენს 3 8000 დამკვირვებელთან ერთად და მე ჭერში ყურება დავიწყო და არა ვერ დაგიმტკიცებ 1%0-საცთქო, მე ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს მათ ადგილას.
არცერთ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი არ გვყავდა და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება გაყალბების მასშტაბის ჩვენება საქართველოს მასშტაბით. 4000-მდე კაცი რომ მყოლოდა, "ქართულ ოცნებას" 1%-საც დავუმტკიცებდი და გაცილებით მეტსაც," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში, თუ ის სამი პარტია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში. მაშინ საკუთარი მონაწილეობის აზრსაც ვერ ხედავს და არ ჩაერთვება.