17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
შეზღუდვების მოხსნის გეგმა ცნობილია - რა იხსნება ოთხ დღეში და რომელი რეგულაციები შემსუბუქდება 15 თებერვლიდან

ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებამ პირდაპირპროპორციულად შეზღუდვების შემცირებაც გამოიწვია. პირველ რიგში, რეგულაციები მოიხსნა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ბაზრობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც ერთი კვირის შემდეგ სკოლების გახსნა და საკვები ობიექტების ღია სივრცეში ფუნქციონირება მოჰყვება. 

8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი - საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსიზე.

8 თებერვლიდან სრულად ამოქმედდება ბაზრობები.

15 თებერვლიდან საქართველოში სწავლა კლასებში გაგრძელდება.

15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

რეგულაციების შემსუბუქების პარლაელურად, ხელისუფლება ამკაცრებს დარღვევაზე რეაგირებას. გამკაცრებული სანქციები გაორმაგებულ ჯარიმებს გულისხმობს, წესების უგულებელყოფის განმეორების შემთხვევაში. მკაცრდება სახელმწიფოს მიდგომა ისეთი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც დაწესებულ რეგულაციებს მიზანმიმართულად დაარღვევენ.

შემსუბუქებული რეგულაციების ფონზე, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს აქვთ.

ჯერჯერობით არ იწყებს ფუნქციონირებას საქალაქთაშოსო ტრანსპორტიც. რა შეიძლება შემსუბუქდეს 15 თებერვლის შემდეგ, ამაზე მთვარობა მომავალ კვირას იმსჯელებს. 

დღის ამბები