04 სექტემბერი 2026,   10:36
ვრცლად
ამ წუთებში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი მიმდინარეობს

სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, რა ბედი ელის ზაზა გახელაძეს, რომელიც უკვე 7 თვეა უკანონო ტყვეობაშია. საქართველოს მოქალაქის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო ამ წუთებში განიხილავს.

ზაზა გახელაძის ოჯახს იმედი აქვს, რომ ქართული მხარის ჩართულობით, საქმე მათ სასიკეთოდ გადაწყდება. თუმცა, დაკავებულის მეუღლე ვარაუდობს, რომ მას სასამართლო დარბაზიდან არ გაათავისუფლებენ, რადგან, მისი თქმით, ამას რუსული მხარე არ დაუშვებს. 

ზაზა გახელაძე წინასწარი პატიმრობა ორჯერ უკვე გაუგრძელდა. ბოლოს გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღეს და უკანონო პატიმრობის ვადა ორი თვით განისაზღვრა. ზაზა გახელაძეს სროლას, ე.წ. მესაზღვრეების მისამართით ედავებიან. საქართველოს მოქალაქე გასული წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, იქამდე კი დაჭრეს.  

დღის ამბები