საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო გადაწყვეტილებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი ეხმაურება.
მინისტრის განცხადებით, ის გმობს უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და ამბობს, რომ სამინისტრო უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა რესურსის გამოყენებით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს.
"ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძესთან მიმართებით გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით.
ჩვენ ყველას შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა ყოველი ჩვენი უკანონო დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს," - აცხადებს თეა ახვლედიანი.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.