"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, არ გადაიხადოს დაკისრებული გირაო, მხარს უჭერს.
"ნიკას გადაწყვეტილება სწორია, რადგან ეს საქმე პოლიტიკურია. ეს არ არის კანონისთვის უარის თქმას, როდესაც კანონი არღვევს შენს უფლებას, როდესაც სასამართლო არ გაქვს და ეს საერთაშორისო დასკვნებშიც ჩანს, როდესაც ყველა გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მიკერძოებული, უკაცრავად, მაგრამ ეს გაძლევს უფლებას პოლიტიკური წინააღმდეგობა გასწიო. ასე, რომ ნიკამ ასე გადაწყვიტა, ეს არის გზა და მე ამ გადაწყვეტილებაში მხარს ვუჭერ!
"ქართული ოცნებისთვის" რთული იქნება, დაჭერის გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ჩიხი ის არის, რომ ის დეპუტატად ითვლება,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს გადახდას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების შეცვლით ემუქრება.
თავის მხრივ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 40 000 ლარის გირაოს გადახდას არ აპირებს.