17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
თინა ბოკუჩავას აზრით, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავას განცხადებით, ზაზა გახელაძის მიმართ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია. 

"ძალიან მძიმეა ფაქტია, როდესაც ოჯახის წევრებს ხედავ, მაგრამ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი. გვახსოვს დაპირებული ე.წ ნორმალიზაცია, მაგრამ შეუძლებელია და ვერავითარი ნორმალიზაცია ვერ მოხდება როდესაც საქმე გვაქვს ოკუპანტთან, აგრესორთან და საერთაშორისოდ აღიარებულ კრიმინალთან ვლადიმერ პუტინთან.

ეს ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, იმიტომ რომ თავად ამ კრიმინალური ინდიკატის ნაწილი იყო თავის დროზე და შემდეგ გამოექცა და თავი შეაფარა საქართველში, მაგრამ ის მხოლოდ ცდილობს საზოგადოებას თვალი აუხვიოს ყალბი პოლიტიკით, მაგრამ ძალიან ნათლად ვხედავთ შედეგებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენ სფეროშიც, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის წარუმატებელი და ანტისახელმწიფოებრივი, ან საკითხშიც მისი პოლიტიკა არის ანტისახელმწიფოებრივი, რაც განაპირობებს ასეთ ტრაგიკულ ფაქტებს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები