17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
საქართველო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ლავროვის სატელეფონო საუბარში - რა მიმართულებით იცვლება ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახელმწიფო მდივანმა, რუს კოლეგასთან საუბრისას, გლობალურ საკითხებთან ერთად ახალი სტატუსით, პირველად წამოსწია საქართველო-რუსეთის ძველი პრობლემა, კერძოდ, ქვეყანაზე განხორციელებული რუსული აგრესია.

მოსკოვს ვაშინგტონიდან მიღებულმა ზარმა ახალი პროვოკაციის შთაგონების წყარო გაუხსნა და რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე, ლავროვისა და ბლინკენის საუბარი ისე აღწერეს, თითქოს იქ საქართველო არც კი უხსენებიათ.

რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, ისინი ბაიდენის ადმინისტრაციაზე დიდ იმედებს ამყარებენ და დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოსა და უკრაინას ვაშინგტონი პრიორიტეტად გახდის. 

მმართველი გუნდში კი, ამბობენ, რომ ხელისუფლება მცდელობას არ დააკლებს, რომ საქართველოს საკითხი გლობალურ დღის წესრიგში მუდმივად იყოს.

დღის ამბები