17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"ჩვენს შორის საპარლამენტო კავშირების დამყარება მნიშვნელოვანია" - ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია ჩავიდა. განხილვის მთავარი თემა ცხინვალსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება იყო.

რუს დეპუტატებთან შეხვედრის დროს ანატოლი ბიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიისგან გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ, პარლამენტთაშორისი კავშირი აღდგება.

"ჩვენ სერიოზული დელეგაციით ვართ ჩამოსულნი, ყველანი მჭიდროდ მუშაობენ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. სამწუხაროდ სამხრეთ ოსეთში არ ჩატარებულა საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები, რაც არა მხოლოდ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების წინსვლას, არამედ სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის განვითარებას უშლის ხელს," - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევიმ.

"თითოეული თქვენგანი ყველაზე რთულ წლებში ჩვენს გვერდით იდექით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის საპარლამენტო კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა ამ ურთიერთობებზე პანდემიამ თავისი გავლენა იქონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საპარლამენტო კავშირებს მომავალში განვითარდება. იმედი მაქვს ის ამოცანები რომლებიც ამ ორი პარლამენტის წინ დგას გადაიჭრება . ურთიერთობების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

ცხინვალში რუსეთის დელეგაციის ვიზიტი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა, რომლის გამოც უკვე რამდენიმე თვეა დე ფაქტო პარლამენტის სხდომები არ ტარდება.

დღის ამბები