19 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების გამო ოზურგეთის საჯარო სკოლების ნაწილში სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში გადადის

ოზურგეთის საჯარო სკოლების ნაწილში კორონავირუსის გავრცელების გამო, ორშაბათიდან სწავლება ისევ დისტანციურ რეჟიმში გადავა.

სოფლების ქვემო და ზემო ნატანების, ლიხაურისა და ცხემლისხიდის სკოლებში, მოსწავლეებსა და პედაგოგებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. აღნიშნულ სკოლებში ორშაბათიდან სწავლა რამდენიმე კლასში ჰიბრიდულ რეჟიმში გადავა. ხოლო სოფელ ზემო ნატანებში მოსწავლეები მთლიანად ონლაინ რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიიღო.

ზემო ნატანების სკოლასთან დაკავშირებით კი, სადაც ვირუსი მუსიკის პედაგოგს დაუდასტურდა, განათლების მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მთლიანად სკოლა ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე გადავა.

დღის ამბები