ადვოკატი შოთა თუთბერიძე სამართალდამცველებს უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს. შოთა თუთბერიძის განმარტებით, ის პოლიციამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელის გარკვევის მცდელობის გამო დააკავა.
როგორც თუთბერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რამდენიმე საათის განმავლობაში ის ჯერ პატრულის მანქანაში ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააჯარიმეს.