05 სექტემბერი 2026,   18:16
ვრცლად
ცოფი აჭარაში - დასახლებებში სადაც ინფექცია დაფიქსირდა შინაური ცხოველების საძოვარზე გაყვანა აიკრძალა

ცოფი აჭარაში - ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიხანჯურის გარდა დაავადების შემთხვევები გამოვლინდა კიდევ ორ სოფელში.

წყავროკასა და ცხრაფონაში ვირუსის არსებობას მოსახლეობა ტყეში მომრავლებულ ტურებსა და მგლებს უკავშირებს და შესაბამისი უწყებებისაგან დახმარებას ითხოვს.

დასახლებებში, სადაც ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა გამოცხადდა კარანტინიც - იკრძალება შინაური ცხოველების საძოვარზე გაყვანა.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები