საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინა საქართველოში მარტის შუა რიცხვებში, დაახლოებით, 180 000 დოზა შემოვა.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ პირველ რიგში აიცრებიან დარჩენილი სამედიცინო პერსონალი, ხოლო შემდეგ ვაქცინის დოზები მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ მოხუცებს მოხმარდება.
"რაც შეეხება მეორე ეტაპს, დადასტურებაა ასევე "კოვაქსიდან", რომ მარტის შუა რიცხვებში შემოვა AstraZeneca-ს ვაქცინა დაახლოებით 180 000 დოზა, რომელიც პირველ რიგში ისევ მოხმარდება დარჩენილ სამედიცინო მუშაკებს და შემდეგ მეორე პრიორიტეტია მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და ასევე მათი მომვლელი პერსონალი. ეს ეყოფა მათ და კიდევ მეტია.
ამის შემდეგ გადავდივართ უკვე ასაკობრივ პრიორიტეტიზაციაზე 75 და 65 წელს ზემოთ და ა.შ." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ,