აგარაში პოლიკლინიკა გაქურდეს. კლინიკის ექიმის თქმით, დაკარგულია 800 ლარამდე ღირებულების ლეპტოპი.
ქურდობის შესახებ თანამშრომლებმა დილას სამსახურში მისვლის შემდეგ გაიგეს და პოლიციას აცნობეს. ქურდი შენობაში სავარაუდოდ უკანა მოშენების მხრიდან შევიდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.