განიხილავს თუ არა პარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს 6 მოქალაქის უკანონო პატიმრობის საკითხს საგანგებო სხდომაზე, ამ შეკითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარეს "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებო სხდომის მოწვევის გარეშეც მიმართა შესაბამის ზომებს:
"საგანგებო სხდომამ რა შედეგი უნდა გამოიღოს მაშინ, როდესაც ჩვენ მივმართეთ იმ ზომებს, რომელსაც, შესაძლოა, მოჰყვეს კონკრეტული შედეგები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ,
წამყვანის კითხვაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის მისჯილი 12,5 წლიანი სასჯელი, იყონ თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასათანადო მუშაობის შედეგი და ხომ არ უნდა დადგეს დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ ეს შეფასება არასწორია:
"არასწორია ეს შეფასება, სიმართლე არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადადგა ყველა ნაბიჯი მათი გათავისუფლებისთვის. გამოყენებული იყო როგორც მოლაპარაკების საერთაშორისო ფორმატი, ცხელი ხაზი ევროკავშირთან, ყველა არის ჩართული. რაც შეეხება შედეგს, დავინახეთ ჩვენ, რომ ერთ მხარეს არიან ადამიანები ვინც სპეკულირებენ ამ საკითხებით და ხმამაღლა ყვირიან საქართველოს საწინააღმდეგოდ, ცდილობენ რომ მოიხვეჭონ გარკვეული პოლიტიკური ქულები, რაც მოკლევადიანია. საბოლოო ჯამში საქმეს ვინ აკეთებს და ვინ იცავს თავის მოქალაქეებს ეს გამოჩნდა ბევრჯერ აქამდე და საქართველოს ხელისუფლებამ ურთულეს შემთხვევებში შეძლო მოქალაქეების გათავისუფლება საერთაშორისო ზეწოლით. ეს ერთი და მეორე, სწორედ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ევროსასამართლოში ჩვენ სიმართლე კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. გაცილებით მეტი მოქალაქის სია გვაქვს, ვინც იყო დაკავებული, ათეულობით მოქალაქის გათავისუფლება შევძელით და შევძლებთ. შეკითხვას, როდის იქნებიან გათავისუფლებული პასუხობს არ საქართველო, არამედ რუსეთის ხელისუფლება და დე ფაქტო ხელისუფლება, თბილისში და ჩვენი მეგობრების მხრიდან არის მაქსიმალური ჩართულობა, ზეწოლა და იმედი გვაქვს, რომ მათ გათავისუფლებას შევძლებთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე საქართველოს ხელისუფლებაში ვინ არის ადრესატი შეკითხვისა, რამდენი ხანი მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ყოფნა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ შეკითხვის ადრესატი საქართველოს ხელისუფლება არ არის.
"თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს დაპატიმრებული, ეს მოქალაქეები?! მე გითხარით ნაბიჯები, რაც გადავდგით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ სამწუხარო რეალობაში, რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული და იქ, კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.