საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიდრე მმართველი პარტია ჩათვლის რომ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებშია ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი პარლამენტში, ეს ასეც დარჩება. ოპოზიციის მანდატების საკითხზე არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა:
"რატომ არ გავაუქმეთ მანდატები? იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ", როგორც პასუხისმგებლიანმა გუნდმა დატოვა კარი ღია იმისათვის, რათა ოპოზიციამ გაიაზროს კიდევ ერთხელ საკუთარი პასუხისმგებლობა, ეს შეიძლება არ მოხდეს ორშაბათს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.