პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება, ჩაითვლება, რომ ხელისუფლების ოპონენტთა ბრალდება - არჩევნების გაყალბების შესახებ, აღარ არსებობს.
"თუ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვიან უარს, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვაზე საუბრისას, "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რომლის მუშაობის ფარგლებშიც საზოგადოების ყველა კითხვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პასუხი გაეცემა.