17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
სამწუხაროდ ექსპრეზიდენტისგან არ გვიკვირს შეურაცხმყოფელი განცხადებები, ახლა გადავიდა უკრაინულ ლანძღვა-გინებაზე - კახა კუჭავა მიხეილ სააკაშვილზე

სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან უკრაინის ელჩს საქართველოში - იგორ დოლგოვს "კორუმპირებული" და საბჭოთა ფუნქციონერი უწოდა, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას განცხადებით სააკაშვილის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები გასაკვირი არაა.

"სამწუხაროდ ჩვენი ექსპრეზიდენტისგან არ გვიკვირს შეურაცხმყოფელი განცხადებები, ადრე თუ იყო საქართველოს მიმართულებით, ახლა გადავიდა უკრაინულ ლანძღვა-გინებაზე.  თან ელჩის მიმართ, რომელიც წლებია უკვე საქართველოში არის და საკმაოდ აქტიურია თანამშრომლობის კუთხით. ელჩის მხრიდან არ იყო მოწონებული ის მოწოდებები, რაც საქართველოს მიმართ განახორციელა უკრაინის მოქალაქემ და შესაბამისი რეაგირება გააკეთა," - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ გუშინ უკრაინის ელჩმა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები არ ეხმარება ორ ქვეყანას ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

დღის ამბები