17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
დავით ბაქრაძემ შესაძლოა "ევროპული საქართველო" დატოვოს - პარტიაში სტრუქტურული ცვლილებებია

"ევროპული საქართველო" სტრუქტურული ცვლილებებია, რასაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ადასტურებს. როგორც დავით ბაქრაძე ამბობს, საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია კვირის ბოლომდე მიეწოდება.

პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები არ ცვლის საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას,- პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ.  

"ევროპულ საქართველოშიც" მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე ჯერ ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას, პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.

უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც. მაგრამ ის, რაც დღეს შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული გადალაგება, ის გავლენას არ მოახდენს საერთო პოზიციონირებაზე, ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. 

დღის ამბები