პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად დღევანდელ პარლამენტში მუშაობას არ აპირებს, მათ შორის, არც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. "დღის კურიერში" ჯაფარიძემ იმ არგუმენტებზე ისაუბრა, თუ რატომ იწვევს მმართველი გუნდი მასა და ოპოზიციის დიდ ნაწილში უნდობლობას.
"ამ პარლამენტის მუშაობაში, არანაირი სტატუსით მონაწილეობას არ მივიღებ. თუმცა მნიშვნელოვანი თემაა, კითხვებია შემდეგნაირად - არის თუ არა რეალისტური, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, ეს საკითხი გავიდეს და განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ჩვენ მართლა მივიღოთ სრულად პროპრციულლი საარჩევნო სისტემა ბარიერის გარეშე, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებისთვის.
მაგის შანსი არის ნულის ტოლი, გუშინ თქვენთან ეთერში, ამჟამად დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ეგ დაადასტურა და თქვა ბატონმა თალაკვაძემ, რომ ისინი მზად არიან 3 პროცენტზე და 0-დან 3 პროცენტზე საუბარი არ არის.
სასწაული რომ მოხდეს და ბუნებრივ ბარიეზე წამოვიდენ, ოპოზიციის მხარეს არის პრობლემები, მათ შორის, ბევრი პარტიისთვის არ არის ბარიერი იმ მნიშვნელობის, რომ მასში გაცვალონ ბოიკოტი. ამასთან, ნდობა არ არის "ქართული ოცნების" და რომც გამოვიდეს თალაკვაძე და კობახიძე და თქვან, რომ ვდებთ პირობას, ბარიერი იქნება ბუნებრივი და პროპორციული იქნება სისტემა ყველა არჩევნებზე საქართველოში, დღეიდან მოყოლებული, ნდობა არის მათდამი ნული, წარსულის გამოცდილების, ბევრი ტყუილის და გადაგდებების გამო. და რომ არ მოეწონეს ეგ ხალხი ივანიშვილს და სადღაც გაუშვას, აღმოჩნდება რომ პირობა დადეს მათ, ვისაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდათ და პირობაც არ შესრულდება,"- აცხადებს პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.